Friday, November 6, 2009

ადამიანი და გარემო.

1.პროექტის სახელი:ადამიანი და გარემო.

2პროექტის მოკლე აღწერა:გარემოს დანაგვიანება, და ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროების ზღვარზე მკოფი კაცობრიობა.

3პროექტის სრული აღწერა:დღეისათვის,ერთ ერთი აქტუალური პრობლემაა კაცობრიობისთვის გარემოს დაბინძურების საკითხი.დაბინძურება ხდება როგორც ადამიანის მიერ ხელოვნურად,ასევე ძალაუნებურად საჭიროებიდან გამომდინარე-წარმოებისა თუ მეურნეობის ნარჩენებითა და მანქანების გამონაბოლქვით.

ხშირათ,ადამიანი გაუცნობიერებლად, თავიდან მოშორების მიზნით ყრის იმას,რაც აღარ სჭირდება ესაა:ბოთლები , ქილები ,პარკები ,კოლოფები, სიგარეტის ნამწვები,ქაღალდები,საჭმლის ნარჩენები და მრავალი სხვა რამ.

დანაგვიანებული ადგილი არასასიამოვნო სანახავია და ამავე დროს ჯანმთელობისათვის მავნებელია ნაგავი ლპება და ცუდ სუნს აყენებს.ნაგავს ეტანებიან ვირთაგვები და ბუზები.ისინი სწრაფად მრავლდებიან და სხვადასხვა საშიშ დაავადებებს ავრცელებენ.

ცოცხალი არსებებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა დაბინძურებული წყალი.წყლის დაბინძურება სხვადასხვაგვარად ხდება.აქ იგულისხმება ქარხნების ნარჩენები, ადამიანის საცხოვრებლიდან ჩამომდინარე წყლები ტანკერებიდან და მილსადენებიდან დაღვრილი ნავთობი და ამის შედეგად ხშირია ფაქტები მოწამვლის ,ალერგიის და სხვადასხვა დაავადებების.

არანაკლებ პრობლემურია მიწის დაბინძურება.ბევრი ფერმერი ქიმიკატებს იყენებს ნიადაგის გასანოყიერებლად და მავნე მწერების მოსასპობად .ძლიერი წვიმის დროს ეს ქიმიკატები მდინარეებში ჩადის და იქაურ ცოცხალ ბუნებას აზიანებს ,რომლის საკვებად გამოყენების შემთხვევაში ხშირად ადამიანისათვის სავალალო შედეგებით მთავრდება.

ადამიანს შეუძლია რამდენიმე დღე გაძლოს საჭმლის გარეშე უჰაეროდ კი ხუთ წუთსაც ვერ იცოცხლებს,რატომ ხდება ასე? ჰაერი შეიცავს ჟანგბადს ,რომელიც აუცილებელია სიცოცხლისათვის.ყველე მცენარე და ცხოველი სუნთქავს და ჟანგბადს მოიხმარს. იგი უხილავია, არც სუნი აქვს, არც გემო, ტუმცა მაინც შევიგრძნობთ და თუ ამას მივუმატებთ ავტომობილის თუ ქარხანა ფაბრიკების გამონაბოლქვს, ჰაერის დაბინძურება ზიანს მიაყენებს ჩვენ ჯამრთელობას.

ზოგიერთ დიდ ქალაქში ჰაერი ისეა დაბინძურებული, რომ ადამიანები, ნიღბებით დადიან, რითაც თავს იცავენ მტვრისაგან,ჭვარტლისაგან და ქიმიკატების ცასუნთქვისაგან. ხშირად ადამიანთა დაუდევრობა ხანძარს იწვევს, რომლის შედეგადაც დიდ ფართობებზე ხეები დამწვარია, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს გარემოს დაბინძურებას, რადგან ხე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს.

ბოლო საუკუნის განმავლობაში ტყეები მნიშვნელოვნად გაიჩეხა, რაც თავისთავად ქმნის ძალიან პრობლემებს გარემოსთან დაკავშირებით. ერთი მხრივ გათბობის საკითხი მოიგვარა ხალხმა სახლში, ვაღაცამ ბიზნესი აიწყო ძვირფასი ხის ჯიშების გაყიდვით, მაგრამ მთლიანო]აში შეიქმნა ყველასათვის საშიში საქმე, სუფთა ჰაერის ნაკლებობა.

და ბოლოს ერთგვარი დასკვნის სახით თუ ნაგავს დავყრით, ის თავისუფლად გაიხრწნება, თუ წყალს დავაბინძურებთ, თუ ტყეს გავჩეხავთ, სასუნთქს მოვისპობთ. მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ გარდა გარემოს ესთეთიური სახის დარღვევის, კაცობრიობა თავისთავად თვითმკვლელობისაკენ მიისწრაფ2ის...

4. მონაწილეთა ასაკი:3კლასი.

5.ვადები:1-2კვირა.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ნახატებისა და ფოტომასალის ძიება .

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას :შეიქმნება ბლოგი სადაც განთავსდება მასალა.

8.სასარგებლო სხვებისათვის:მოსწავლეები შეიტყობენ ინფორმაციას ეკოლოგიური საფრთხის არსებობის შესახებ.

9.სამუშაო ენა :ქართული

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტში ჩართვა შეუძლია ბიოლოგიის მასწავლებელს.

11. მოსწავლეები სხვა სკოლიდან: ----------------

12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ვიოლეტა შურღაია.

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:vitenka777@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: ადამიანი და გარემო.

15. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:violetas project.blogspot.com